ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲐᲢᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲑᲭᲝ
პროფ. დოქ., მრავალგზის საპატიო დოქტორი ბერნდ შუნემანი
პროფ. შუნემანი სხვადასხვა დროს იყო სისხლის კათედრის ხელმძღვანელი ბონის, მანჰაიმის ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. ამჟამად ის არის მიუნხენის უნივერსიტეტის ემერიტირებული პროფესორი სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის, იურიდიული სოციოლოგიისა და იურიდიული ფილოსოფიის მიმართულებით. ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტს.
პროფ. შუნემანი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ექსპერტად გერმანიის იურისტთა ასოციაციასა და გერმანიის ბუნდესტაგში. ევროპის, აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის შემუშავებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივები, საუნივესიტეტო კურიკულუმები, სალექციო და საკონსულტაციო კურსები. არის ექვსგზის საპატიო დოქტორი.
პროფ. შუნემანი არის 30-ზე მეტი მონოგრაფიისა და რამდენიმე ასეული სტატიის ავტორი, რედაქტორი, მათ შორის, საადვოკატო სამართლის დარგში.
პროფ. დოქ., მრავალგზის საპატიო დოქტორი ჰანს პრუტინგი
პროფ. პრუტინგის მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებებია სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, გადახდისუუნარობის სამართალი და საადვოკატო სამართალი. ის არის კიოლნის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების ინსტიტუტის დირექტორი და კიოლნის უნივერსიტეტის საპროცესო სამართლისა და გადახდისუუნარობის სამართლის ინსტიტუტის ემერიტუსი დირექტორი.
პროფ. პრუტინგი არის კიოლნის ფაკულტეტის ადვოკატთა სამართლის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. ინსტიტუტი დაფუძნების მომენტისათვის (1989) იყო ამ მიმართულებით ერთადერთი ინსტიტუტი გერმანიის მასშტაბით, რომელსაც ის დღემდე ხელმძღვანელობს პროფ. მარტინ ჰენსლერთან (კიონლი) ერთად და მასთან თანარედაქტორობით გამოსცემს ადვოკატთა შესახებ კანონის კომენტარს 1997 წლიდან მოყოლებული.
სამოქალაქო სამართლის სფეროში პროფ. პრუტინგი არის სანივთო სამართლის სახელმძღვანელოს ავტორი და გამომცემელი, რომელიც დააარსა პროფ. ფრიდრიხ ლენტმა და 1991 წლამდე გამოიცემოდა პროფ. დიტერ შვაბის ხელმძღვანელობით. პროფ. პრუტინგის ხელმძღვანელობით (პროფ. გერჰარდ ვეგენთან და პროფ. გერდ ვაინრაიხთან ერთად) 2006 წლიდან გამოიცემა ასევე სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. პროფ. პრუტინგი ასევე არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შრომის საპროცესო კანონისა და საოჯახო საპროცესო კანონის კომენტარების გამომცემელი.
პროფ. დოქ., მრავალგზის საპატიო დოქტორი ანგელიკა ნუსბერგერი
1993 წლიდან 2001 წლამდე პროფ. ნუსბერგერი მუშაობდა მაქს პლანკის საზოგადოების საერთაშორისო და შედარებითი სოციალური სამართლის ინსტიტუტში, მათ შორის, იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი. 2002 წლიდან ის არის კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი. 2009 წელს აირჩიეს უნივერსიტეტის პრორექტორად. 2004 წლიდან 2010 წლამდე იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის წევრი კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების საკითხებში და 2006 წლიდან 2010 წლამდე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრის მოადგილე. 2010 წელს პროფ. ნუსბერგერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აირჩია მოსამართლედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პროფ. ნუსბერგერი არჩეულ იქნა სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტად 2017 წელს. 2020 წელს პროფ. ნუსბერგერი დაინიშნა ვენეციის კომისიის წევრად. 2020 წლის თებერვალში იგი დანიშნა ECtHR-ის მიერ ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ და „Commission de réflexion sur la Cour de cassation 2020-2030“ წევრად.
პროფ. ნუსბერგერის კვლევითი ინტერესები ფოკუსირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებზე, ასევე შედარებითი კონსტიტუციური სამართლისა და საერთაშორისო სამართლის გავლენაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მართლწესრიგების მოდერნიზაციის პროცესზე.
პროფ. დოქ., მრავალგზის საპატიო დოქტორი კარლ-პეტერ ზომერმანი
პროფ. ზომერმანი 1998 წლიდან არის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის (DHV Speyer) პროფესორი. 1999 წლიდან 2001 წლამდე ის ასევე იყო შპაიერის საჯარო მართვის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და 2001 წლიდან 2007 წლამდე მისი დირექტორის მოადგილე. 2004 წლიდან 2007 წლამდე და 2009-2010 წლებში იყო შპაიერის პრორექტორი. 2007-2009 წლებში ეკავა რექტორის თანამდებობა.
ჰარტმუტ ბაუერთან ერთად არის სპეციალიზებული ჟურნალის „Die Öffentliche Verwaltung“-ის რედაქტორი. 2014 წელს მიიღო Ordre des Palmes Académiques-ჯილდო. 2017 წლიდან 2019 წლამდე პროფ. ზომერმანი იყო გერმანიის კონსტიტუციური სამართლის ლექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე.
პროფ. ზომერმანის სამეცნიერო ინტერესთა სფერო ფოკუსირებულია კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის ევროპეიზაციაზე, შედარებით და საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალზე, სახელმწიფოებრიობისა და გლობალიზაციის კვლევებზე. ამ სფეროებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული მონოგრაფია და რამდენიმე ასეული სტატია.
https://www.uni-speyer.de/lehrstuehle/prof-dr-dr-hc-karl-peterr-sommermann/lehrstuhlinhaber
ასოც. პროფ. დოქ. გიორგი რუსიაშვილი
გიორგი რუსიაშვილი არის ასოცირებული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მას აქვს 12 წლიანი აკადემიური გამოცდილება, აქიდან 4 წელი ის მუშაობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში, რომის სამართლისა და შედარებითი ევროპული სამართლის კათედრაზე მეცნიერ თანამშრომლად, სადაც ასევე დაიცვა დისერტაცია შედარებითსამართლებრივ თემაზე („Zur Anwendbarkeit der Saldotheorie im georgischen Recht: Eine rechtsvergleichende Studie zum georgischen, deutschen, österreichischen und schweizerischen Recht“). ის არის „შედარებითი სამართლის ჟურნალის“ (http://lawjournal.ge/) მთავარი რედაქტორი და სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარის (https://gccc.tsu.ge/) თანაგამომცემელი. მისი სპეციალიზაციაა ზოგადი სამოქალაქო სამართალი, საოჯახო სამართალი, საბანკო სამართალი, რომის სამართალი და ევროპული შედარებითი სამართალი. გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი მონოგრაფია და სახელმძღვანელო და სამოცდაათზე მეტი სტატია საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში.