Skip to content
 

 

ᲒᲔᲠᲛᲐᲜᲣᲚ-ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲘ

 

 

გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტი საგანმანათლებლო და კვლევითი მისიის მატარებელი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის ძირითადი საგანია:  იურისტებისა და სხვა პროფესიული ჯგუფების უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება საქართველოში; საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა, მათ შორის, იურიდიული პროფესიების სფეროში მომზადების/გადამზადების პროგრამების შექმნა და განხორციელება; საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება; სასერტიფიკატო პროგრამებისა და სასწავლო კურსების შექმნა და განხორციელება; საგამომცემლო საქმიანობა; დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის პროგრამების დანერგვა და განვითარება საჯარო და კერძო სექტორში.

პირველად საქართველოში, საშუალება გეძლევათ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის ექსპერტების მონაწილეობით ვიწრო მიმართულებით სპეციალიზირდეთ. გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი ერთობლივ სასწავლო კურსებს გთავაზობთ, რომლებიც მიზნად ისახავს სამართლის სხვადასხვა ვიწრო მიმართულებით სიღრმისეული კვალიფიკაციის მინიჭებას. პირები, რომლებიც სპეციალიზებულ სასწავლო კურსს წარმატებით გაივლიან, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ სერთიფიკატს მიიღებენ. დამატებითი ინფორმაცია კურსების შესახებ იხილეთ ბმულზე

 

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘ