Skip to content

სამშენებლო და საარქიტექტორო სამართალი

სამშენებლო და საარქიტექტორო სამართლის სპეციალიზირებული კურსი ხორციელდება მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ სერთიფიკატს. კურსის დასრულების შემდგომ მსურველი მონაწილეებისთვის დაიგეგმება სფეროსთან დაკავშირებული სასწავლო ვიზიტი გერმანიაში.

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია სამშენებლო და საარქიტექტორო სამართლის სფეროში იურისტებისთვის სიღრმისეული და სპეციალიზირებული ცოდნის გაზიარება. კურსს გაუძღვებიან დარგის ქართველი და გერმანელი პრაქტიკოსი ექსპერტები. 

კურსის ექპერტები:

ფოტო სახელი და გვარი.

კურსის ფორმატი და სწავლების მეთოდი:

კურსით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდულ ფორმატში, როგორც ფიზიკური, ასევე ონლიან ტრენინგების სახით. კურსის ფარგლებშისწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები.

კურსის სამიზნე აუდიტორია:

სპეციალიზირებული კურსი განკუთვნილია სამშენებლო და საარქიტექტორო სამართლის დარგით დაინტერესებული იურისტებისა და ადვოკატებისათვის.

არანაკლებ 1 წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ადვოკატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სპეცოალიზირებულ კურსს და მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ სერთიფიკატს და შეეძლებათ შესაბამის დარგში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართონ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. სპეციალიზირებული ადვოკატების შესახებ ინფორმაცია, დარგების შესაბამისად, განთავსება სპეციალურ რეესტრში და ასოციაციის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. დეტალური ინფორმაცია სპეციალიზირებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეჩერება-შეწყვეტის წესი, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგებულია ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებით.

კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი:

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს, კვირაში 6 საათიანი დატვირთვით. კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • სამართლის შეფარდების და ინტერპრეტაციის მეთოდები;
  • ნებართვასავალდებულოობა, საჯარო მშენებლობის სამართლის ძირითადი სისტემა, სამშენებლო სამართლის ძირითადი წყაროები;
  • მშენებლობის ნებართვის ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები;
  • ქალაქთმშენებლობითი ზიანის რეგულირება;
  • კოეფიციენტებისა და სხვა პარამეტრების რეგულირება;
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (გაპი);
  • მშენებლობის ნებართვის გაცემა;
  • უფლების სასამართლო წესით დაცვა ქართული სასამართლო პრაქტიკა;
  • სამშენებლო სამართალდარღვევები, ადმინისტრაციული წარმოება და აღსრულების ინსტრუმენტები;
  • სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების თავისებურებანი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში;
  • შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება;  სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოება;
  • სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოება;
  • უფლების სასამართლო წესით დაცვა სამშენებლო დავების შემთხვევაში.

კურსის დეტალური სილაბუსი და განრიგი იხილეთ ბმულზე.

სერთიფიკატის მინიჭების წესი:

კურსის მონაწილეებს Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემული სერთიფიკატი მიენიჭებათ კურსის შემაჯამებელი ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

კურსის საფასური და რეგისტრაციის წესი:

კურსის საფასური შეადგენს 1600 ლარს. ადვოკატთა ასოციაციასთან ინსტიტუციური აკრედიტაციის ფარგლებში ადვოკატები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით. კურსზე რეგისტრაციის მიზნით საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

კურსზე რეგისტრაციის მიზნით მიმდინარე წლის X თარიღამდე შეავსეთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა. სპეციალიზირებული კურსის თაობაზე სხვა საჭირო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოორდინატორს – საკონტაქტო ინფორმაცია ან იხილოთ დებულება (ინსტიტუტის).