ეკონომიკური დანაშაულების სამართლის სპეციალიზირებული კურსი ხორციელდება მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ სერთიფიკატს. კურსის დასრულების შემდგომ მსურველი მონაწილეებისთვის დაიგეგმება სფეროსთან დაკავშირებული სასწავლო ვიზიტი გერმანიაში.
კურსის მიზანი:
კურსის მიზანია ეკონომიკური დანაშაულების სამართლის სფეროში იურისტებისთვის სიღრმისეული და სპეციალიზირებული ცოდნის გაზიარება. კურსს გაუძღვებიან დარგის ქართველი და გერმანელი პრაქტიკოსი ექსპერტები.
კურსის ექპერტები:
კურსის ფორმატი და სწავლების მეთოდი:
კურსით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდულ ფორმატში, როგორც ფიზიკური, ასევე ონლიან ტრენინგების სახით. კურსის ფარგლებშისწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები.
კურსის სამიზნე აუდიტორია:
სპეციალიზირებული კურსი განკუთვნილია ეკონომიკური დანაშაულების სამართლის დარგით დაინტერესებული იურისტებისა და ადვოკატებისათვის.
არანაკლებ 1 წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ადვოკატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სპეცოალიზირებულ კურსს და მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ სერთიფიკატს და შეეძლებათ შესაბამის დარგში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართონ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. სპეციალიზირებული ადვოკატების შესახებ ინფორმაცია, დარგების შესაბამისად, განთავსება სპეციალურ რეესტრში და ასოციაციის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. დეტალური ინფორმაცია სპეციალიზირებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეჩერება-შეწყვეტის წესი, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგებულია ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებით.
კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი:
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 40 საათს, კვირაში 6 საათიანი დატვირთვით. კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- სამართლის შეფარდების და ინტერპრეტაციის მეთოდები;
- ეკონომიკური დანაშაულების ცნება ქართულ სისხლის სამართალში. ცალკეული დანაშაულების მიმოხილვა. შედარება ევროპულ და გერმანულ სისხლის სამართალთან. ქურდობა და მისი ელემენტები;
- ქურდობასთან, ძარცვასთან და ყაჩაღობასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები. დოგმატიკასა და პრაქტიკაში არსებული შეხედულებების ანალიზი;
- თაღლითობასა და მოტყუებით ქონებრივ დაზიანებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები. დოგმატიკასა და პრაქტიკაში არსებული შეხედულებების ანალიზი. შედარება გერმანულ სამართალთან;
- გამოძალვა,მითვისება, გაფლანგვა – მათთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები. დოგმატიკასა და პრაქტიკაში არსებული შეხედულებების ანალიზი. შედარება გერმანულ სამართალთან;
- წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება, ნივთის დაზიანება ან განადგურება – მათთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები. დოგმატიკასა და პრაქტიკაში არსებული შეხედულებების ანალიზი. შედარება გერმანულ სამართალთან;
- საკუთრების უფლების კონსტიტუციურსამართლებრივი ასპექტები;
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება – ქართული სასამართლო პრაქტიკა. კონსტიტუციურსამართლებრივი ასპექტები მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით;
- ნორმის განსაზღვრულობის საკითხი ცალკეული ეკონომიკური დანაშაულების მაგალითზე. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა, კომერციული მოსყიდვა;
- პირის არასათანადო დევნისგან დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმები სისხლის სამართლის პროცესში, ეკონომიკური დანაშაულების მაგალითზე;
- ეკონომიკური დანაშაულების ცნება გერმანულ სისხლის სამართალში. ცალკეული დანაშაულების ანალიზი;
- ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გერმანულ სისხლის სამართალში. მატერიალური და საპროცესო სტანდარტები;
- ფალსიფიკაცია, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია – მათთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები.
კურსის დეტალური სილაბუსი და განრიგი იხილეთ ბმულზე.
სერთიფიკატის მინიჭების წესი:
კურსის მონაწილეებს Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემული სერთიფიკატი მიენიჭებათ კურსის შემაჯამებელი ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
კურსის საფასური და რეგისტრაციის წესი:
კურსის საფასური შეადგენს 1600 ლარს. ადვოკატთა ასოციაციასთან ინსტიტუციური აკრედიტაციის ფარგლებში ადვოკატები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.
კურსზე რეგისტრაციის მიზნით საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
გერმანულ ქართული სამართლის ინსტიტუტი- GE97BG0000000570071362
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს “ადვოკატთა სპეციალიზაცია” და მონაწილის სახელი, გვარი
კურსზე რეგისტრაციის მიზნით მიმდინარე წლის 9 ივნისის 18:00-ის ჩათვლით შეავსეთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა.
სპეციალიზირებული კურსის თაობაზე სხვა საჭირო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოორდინატორს –
საკონტაქტო ინფორმაცია ან იხილოთ გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის დებულება