Skip to content

ᲒᲔᲠᲛᲐᲜᲣᲚ-ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲘ

„გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტი“ არის საგანმანათლებლო და კვლევითი მისიის მატარებელი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის ძირითადი საგანია:  იურისტებისა და სხვა პროფესიული ჯგუფების უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება საქართველოში; საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა, მათ შორის, იურიდიული პროფესიების სფეროში მომზადების/გადამზადების პროგრამების შექმნა და განხორციელება საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება; სასერტიფიკატო პროგრამებისა და სასწავლო კურსების შექმნა და განხორციელება; საგამომცემლო საქმიანობა; დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის პროგრამების დანერგვა და განვითარება საჯარო და კერძო სექტორში.

ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲘᲡ ᲓᲘᲠᲔᲥᲢᲝᲠᲘ

პროფ. დოქ. გიორგი ხუბუა

პროფ. გიორგი ხუბუა არის თსუ-ის პროფესორი 2004 წლიდან სამართლის მეთოდების, ფილოსოფიისა და სამართლის თეორიის მიმართულებით. სხვადასხვა დროს იყო მიუნხენის, ბამბერგისა და იენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი და მოწვეული პროფესორი. 1999-2006 წლებში ის იყო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2006-2010 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 2016-2019 წლებში – მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის განათლების მენეჯმენტისა და განათლების პოლიტიკის კოორდინატორი. 2019-2023 წლებში პროფ. ხუბუა იყო ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფ. ხუბუას სამეცნიერო ინტერესი ფოკუსირებულია სამართლის თეორიაზე, სამართლის ფილოსოფიისა და სამართლის მეთოდების კვლევაზე, ისევე როგორც ფედერალიზმისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ისტორიის მიმართულებით კვლევაზე. ამ სფეროებში მას გამოცემული აქვს ათამდე მონოგრაფია და სახელმძღვანელო და რამდენიმე ათეული სტატია.

2023 წლის აგვისტოდან ის არის გერმანულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და
დირექტორი.

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘ

Institut für Anwaltsrecht an der Ludwig-Maximilians-Universität München
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტი